არჩილ თალაკვაძე: როდესაც ოპოზიცია კარგავს ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც ოპოზიცია კარგავს ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა

როგორც პარლამენტის სპიკერი, მადლიერი ვარ, რომ დეპუტატებმა „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ წინასწარ შემატყობინეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას, ეს ძირითადად იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს და უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება. „რადგან ოპოზიციამ აირჩია ქუჩა და ქუჩის პროექტი გაკოტრებულია. როდესაც ოპოზიცია კარგავს ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

14 აპრილს „ქართული ოცნება“ დატოვა 6-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ანა ბუჩუკურმა.