რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი არანაირი ურანის საბადო არ არის, - ამის შესახებ გეოლოგმა, საბადოების სპეციალისტმა არჩილ მაღალაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა ძალიან ბევრი არაპროფესიონალური მოსაზრება, მათ შორის, გასულ წელს აბასთუმანთან დაკავშირებითაც იყო ასეთივე აზრი გავრცელებული, რომ იქაც ურანის საბადო გვაქვსო.
მინდა გითხრათ, რომ ურანი ყველაზე ადვილი აღმოსაჩენია. ეს არის რადიაქტიური ნივთიერება და მისი აღმოჩენა ძალიან მარტივია. იქ რომ საბადო ყოფილიყო, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გვეცოდინებოდა. გეტყვით, რომ არანაირი ურანის საბადო იქ არ არის“, - განაცხადა მაღალაშვილმა.
წიაღის ეროვნული სააგენტომ დღეს ამ საკითხზე ასევე განცხადება გაავრცელა, სადაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.