საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ამერიკელი სენატორებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას აფასებს.
„რა სამწუხაროა, ამდენი „უნდა“-ს ძახილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. სწორედ ეს „უნდა-უნდათი“ გატაცება მიუთითებს, თუ ჯერ კიდევ რამდენად ცუდად არის ჩვენთან გაგებული, რას ნიშნავს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. და ეს იმ ფონზე, როცა ISFED-ს, ანგარიშვალდებულების მიმართ სათანადო დამოკიდებულება რომ გამოეჩინა, აქამდე „უნდა“ გაესაჯაროებინა იმ უბნების სია, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ უბნების 8 პროცენტზე იყო მეტობა“.