იმ ციხის პირობებში ყოფნა, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მოწყობილი, ნებისმიერი ადამიანისთვის გაცილებით დიდი დისკომფორტი იქნებოდა - მადლობა ღმერთს, ეს წარსული მოუსვლელ პერიოდს ჩაბარდა

იმ ციხის პირობებში ყოფნა, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მოწყობილი, ნებისმიერი ადამიანისთვის გაცილებით დიდი დისკომფორტი იქნებოდა - მადლობა ღმერთს, ეს წარსული მოუსვლელ პერიოდს ჩაბარდა

იმ ციხის პირობებში ყოფნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მოწყობილი, ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტისთვის, გაცილებით დიდი დისკომფორტი იქნებოდა - მადლობა ღმერთს, ეს წარსული მოუსვლელ პერიოდს ჩაბარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არსებობს კანონი და არსებობს სახელმწიფოს კანონგარეშე დატოვების დაუოკებელი სურვილი, რაც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. ნიკა მელია, ამ შემთხვევაში მხოლოდ მექანიზმია", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.