მოსამართლემ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

„ჩინჩალაძე მომიკითხეთ“, – ასე მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

მოსამართლემ ნიკა მელიას მიმართა, რომ ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია, რის გამოც, მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მოჰყვა შეძახილები – „მონა“.

სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

amo თინა ბოკუჩავა - ვინმე ნინო ჩახნაშვილი, რომელმაც მეც და ნიკა მელიაც დარბაზიდან გაგვაძევა იმიტომ, რომ მას ვუწოდეთ მონა,
ხატია დეკანოიძე მელიას პატიმრობაში დატოვებაზე - ჩვეულებრივი მონური სისტემაა, ეს არის ფარსი.
ს წ ო რ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა ა ! რომ გამოეშვათ ვერ გავიგებდით. უნდა გადაიხადოს!
4 წლის უკან