ანრი ოხანაშვილი: 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, ახლა კი იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის

ანრი ოხანაშვილი: 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, ახლა კი იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის

2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

„მელიას ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ეს არის ფაქტი და ამას ყველა ვხედავთ. სხვა შემთხვევაში, თუ ის პატივს სცემს წესებს, რაც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ერთი კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს. ჩვენ ყველამ ვნახეთ პროკურატურის განცხადება, რომელიც მზად არის განახორციელოს ქმედება, რის შედეგადაც ნიკანორ მელია პატიმრობაში არ იქნება. ამიტომ სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება პატიმრობაში თუ არა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.