შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ

ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალისხმევას არ იშურებენ ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ მნიშვნელობა აქვს კონსენსუსსა და შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ. მათ სურთ, რომ დავეთანხმოთ ყველაფერში და არა ის, რომ შევთანხმდეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.