ვარლამ გოლეთიანი: სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარვების დაშლა დაიწყეს

ვარლამ გოლეთიანი: სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარვების დაშლა დაიწყეს

სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარვების დაშლა დაიწყეს, - ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კარავთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

„მობილიზებულია სამართალდამცველები და ჩვენს კარვებს შლიან. მიზეზად წყლის დონის მატებას და გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებს ასახელებენ. რაც მოგონილია, რათა ამ საბაბით კარავი დაგვიშალონ. ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია რეპრესიული პოლიტიკა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანია „ენკაში“ ახალი ხელმძღვანელი მოვიდა. ჩიხურ მდგომარეობამდე მიჰყავს ხელისუფლებას ეს პროცესი“,- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ