ზურაბ ქადაგიძე:

ზურაბ ქადაგიძე: "მედია-ტერორი", დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია და ა.შ გადაიქცა ნაც-ტელევიზიების სავიზიტო ბარათად

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო"- ისე გამოდის "ფეიკმეიქერების" წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება.
"მედია-ტერორი", დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია და ა.შ გადაიქცა ნაც-ტელევიზიების სავიზიტო ბარათად.
თან ყველაზე პარადოქსული ამ ყველაფრის, "თავისუფალ სიტყვად" გასაღებაა.

"ფეიქმეიქერები" ისევე ახლოს არიან სიტყვის თავისუფლებასთან, როგორც ნაც-ოპოზიცია დასავლეთთან.
ბატონო ანრი, საფრანგეთმა მიიღო კანონი-" ფეიკ ნიუსებისა და ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ" იქნებ დაგეინიცირებინათ თქვენც, როგორც კანონმდებელს".