კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 408 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 408 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 115, აჭარაში - 352, იმერეთში - 338.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 303, გარდაიცვალა 3 877 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.