დავით გადელია: პირველი და მეორე ტალღისგან განსხვავებით ახლა გვაქვს ვაქცინაცია და დაგვიგროვდა გამოცდილება ვუპასუხოთ საშიშროებებს

დავით გადელია: პირველი და მეორე ტალღისგან განსხვავებით ახლა გვაქვს ვაქცინაცია და დაგვიგროვდა გამოცდილება ვუპასუხოთ საშიშროებებს

პირველი და მეორე ტალღისგან განსხვავებით ახლა გვაქვს ვაქცინაცია, დაგვიგროვდა გამოცდილება, როგორ ვუპასუხოთ ადეკვატურად და მყისიერად გაზრდილ საშიშროებებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა.​

„ბევრი კლინიკა, რომელიც აქამდე არ იღებდა ინფექციურ პაციენტებს და პანდემიის შემდეგ გადაკეთდა ინფექციურ კლინიკებად. დაგვემატა ბევრი კლინიკა, დაგვემატა კოვიდსასტუმროები, რომელიც პირველი იყო ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მოეწონათ ჩვენს კოლეგებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ახლა კლინიკების ნაწილი დაუბრუნდა ჩვეულ მუშაობას, სასტუმროებიც შემცირდა. იმედი მაქვს მესამე ტალღა არ იქნება ისეთი, როგორი ნოემბერ-დეკემბერში იყო, მაგრამ თუ იქნება ძლიერი, ისევ გავზრდით ადგილების კლინიკებსა და სასტუმროებში. ძალიან არ მინდა ეს მოხდეს და ასეთ მდგომარეობაში ჩავარდეს ქვეყანა, რადგან ამას ძალიან დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე მოჰყვება. ყველასთვის მძიმე იქნება“, - განაცხადა დავით გადელიამ.