იმედი მაქვს, რომ მომავალი კვირა კუბილიუსის მოწოდების გარეშეც იქნება ის პერიოდი ჩვენი ისტორიის, როდესაც საერთაშორისო საერთო ნიშნულამდე მისვლას შევძლებთ, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკების საკითხებზე უმრავლესობას საზოგადოების ინტერესების შესაბამისი პოზიცია აქვს.
„ხუთი თუ ექვსი საკითხია, ყველასთან დაკავშირებით გვაქვს აწონილ-დაწონილი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია. ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რასაც ჩვენგან პარტნიორები ითხოვენ და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს უკავშირდება.
იმედი მაქვს, რომ მომავალი კვირა კუბილიუსის მოწოდების გარეშეც იქნება ის პერიოდი ჩვენი ისტორიის, როდესაც საერთაშორისო საერთო ნიშნულამდე მისვლას შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.