„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ასევე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივნად წარდგენილია გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე წარდგენილია აკაკი ბობოხიძე.
როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.