ლევან თარხნიშვილი: ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა

ლევან თარხნიშვილი: ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა

ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, მათი ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება.

„მადლობა ყველას, ვისთანაც ერთადაც ვიბრძოდით და ვაშენებდით „ევროპულ საქართველოს“. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა „ქოცების“ წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, - წერს ლევან თარხნიშვილი.

ცოტა ხნის წინ, დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარისა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა. „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ განცხადება დღეს გიგი უგულავამაც გაავრცელა. ამის შემდეგ კი, „ევროპული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა.