გია გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა  „აი ია“-ს დაფუძნება დააანონსა

გია გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა  „აი ია“-ს დაფუძნება დააანონსა

მომღერალმა გადაწყვეტილება 9 აპრილს ორგანიზებული აქციის შემდგომ მიიღო. შეკრებილი ხალხის რაოდენობამ მისთვის მოლოდინს გადააჭარბა.

გაჩეჩილაძის თქმით ამ შეკრებით დადასტურდა, რომ ხალხი შექმნილი პოლიტიკური კრიზისით დაიღალა და სიტუაციას განმუხტვა სჭირდება.  მან  მაგალითად ოპოზიციის მიერ დაანონსებული და ჩავარდნილი აქციები მოიყვანა, სადაც პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ხალხის მობილიზებას.  გაჩეჩილაძე სწორედ ამ არგუმენტით ამყარებს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის არგუმენტს. მას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს და სამომავლო გეგმებს კი დროთა განმავლობაში   გახდის ცნობილს. მომღერალი არ გამორიცხავს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ჩაერთოს, თუმცა როგორც მან თქვა შესაძლოა მხოლოდ დახმარება გაუწიოს რომელიმე ძალას ფორმირებაში, თავად კი რადიოში განაგრძობს მუშაობას.