ლევან იოსელიანი: პოლიტიკაში თუ ხარ, რაც სწორია, ის უნდა გააკეთო და არ უნდა გეშინოდეს, რომელი მედია რას იტყვის შენზე

ლევან იოსელიანი: პოლიტიკაში თუ ხარ, რაც სწორია, ის უნდა გააკეთო და არ უნდა გეშინოდეს, რომელი მედია რას იტყვის შენზე

პოლიტიკაში თუ ხარ, რაც სწორია, ის უნდა გააკეთო და არ უნდა გეშინოდეს, რომელი მედია ან პოლიტიკოსი რას იტყვის შენზე, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „მოქალაქეების“ გენერალურმა მდივანმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს და იმ პარტიებმა, რომლებსაც ეს სურთ, თამამი ნაბიჯები უნდა გადადგან.

„ჩემი აზრით, „გირჩსაც“ და გიორგი ვაშაძესაც, თუ მისი განცხადებებით ვიმსჯელებთ, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ პროცესის მიმართ და მე მგონია, რომ უნდა გადადგან თამამი ნაბიჯი. პოლიტიკაში თუ ხარ, რაც სწორია, ის უნდა გააკეთო და არ უნდა გეშინოდეს, რომელი მედია ან პოლიტიკოსი რას იტყვის შენზე. ამის თუ გეშინია, საერთოდ არ უნდა იყო პოლიტიკაში. უნდა გჯეროდეს პრინციპების და მათი განხორციელების გზით უნდა იარო. დღეს პარლამენტში პოლიტიკის შემოტანა არის სწორი ნაბიჯი და თუ ამის გჯერა, უნდა გადადგა სწორი ნაბიჯები. ქუჩაში პროცესის დატოვებით ქვეყანა და ხალხი დაზარალდება, თორემ პოლიტიკოსები ისევე კარგად იცხოვრებენ, როგორც ცხოვრობდნენ“, - განაცხადა იოსელიანმა.