ვახტანგ მეგრელიშვილი: ორშაბათს სრულად გეცოდინებათ „გირჩის“ გადაწყვეტილების შესახებ

ვახტანგ მეგრელიშვილი: ორშაბათს სრულად გეცოდინებათ „გირჩის“ გადაწყვეტილების შესახებ

კვირას ჩვენი „სამეფოს“ ჯგუფში ვაანონსებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, განვიხილავთ და ორშაბათს უკვე თქვენ სრულად გეცოდინებათ „გირჩის“ გადაწყვეტილების შესახებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილების წინასწარ გამხელა არ სურს და ამას მხარდამჭერებთან ონლაინშეკრებაზე გაახმაურებენ.

„თქვენ ამას გაიგებთ კვირას, 21:00 საათზე. „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა ურთიერთობა, ვაცნობეთ ჩვენი გეგმის შესახებ, ანუ მათ იციან. იციან ჩვენი წარმოდგენის შესახებ, მათ ყოველთვის იცოდნენ, ჩვენ ხომ ვერასდროს ვერ ვთანხმდებოდით, როდესაც გვქონდა ერთი-ერთზე მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ ვერ ვთანხმდებით, შესაბამისად, „გირჩს“ მოუწევს დამოუკიდებელად რაღაც გზის არჩევა. ორი დღე უნდა დაელოდოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.