დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები დაუფარავად გამოხატავენ პატრიარქისადმი სიყვარულს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები დაუფარავად გამოხატავენ პატრიარქისადმი სიყვარულს

რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები დაუფარავად გამოხატავენ პატრიარქისადმი სიყვარულს. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და ეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის გვერდზე.

დეკანოზი შეკრებილებს მადლობას უხდის და წერს, რომ თბილი სიტყვების თქმისას, მადლობის გადახდა „მარტივი თავაზიანობაა“.

„მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი. დღეს ქუჩაში უამრავი უცხო ადამიანი მაჩერებდა, მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული, ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დღეს მოქალაქეების ნაწილი, გია გაჩეჩილაძის, „უცნობის“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს, საქართველოს საპატრიარქოსთან შეიკრიბა და პატრიარქს მადლობა გადაუხადა. მღვდელმთავრებმა ისინი დალოცეს და პატრიარქისა და საპატრიარქოს სახელით, მადლობა უთხრეს.