ამერიკელი რეპერ Kodak Black-ს დაქირავებული მკვლელი დაესხა თავს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.
დაქირავებული მკვლელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, რეპერს ფლორიდაში, ქალაქ ტალაჰასიში უთვალთვალებდა. გარკვეული დროის განმავლობაში ის რეპერის ავტომობილს მისდევდა, შემდეგ კი მისი მისამართით ცეცხლი გახსნა.
აღსანიშნავია, რომ სროლის დროს 23 წლის Kodak Black-ის ავტომობილში მხოლოდ მისი პირადი დაცვის წევრი იმყოფებოდა, რომელიც ფეხში დაიჭრა.
ამჟამად პოლიცია ინტერნეტში Kodak Black-ის მისამართით დაფიქსირებულ მუქარებს სწავლობს, რათა მკვლელობის დამკვეთის კვალზე გავიდეს.