ბილი აილიშის გულშემატკივრებს არ გამოგრჩებოდათ, რომ მას ახალი ვარცხნილობა აქვს. მომღერალმა ფანებს ახალი იმიჯი Intagram-ის საშუალებით გაუზიარა.
მაგრამ სანამ ეს მომენტი დადგებოდა, თვეების განმავლობაში გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ ბილი პარიკს ატარებდა. ამ თემასთან დაკავშირებით TikTok-ის უამრავი ვიდეო შეიქმნა.
მომღერალმაც, სწორედ TikTok ვიდეოთი, რამდენჯერმე დაადასტურა ეს თეორია. სადაც თავისი პარიკი საჯაროდ გამოაჩინა.
საბოლოოდ Instagram Story-ს დახმარებით ბილიმ შეძლო და ეს კონსპირაციული თეორია განგვიმარტა. როგორც ჩანს, თმის შეღებვის პროცესი, ძალიან დიდხანს გაგრძელდა. პარიკი კი, მარტივი გამოსავალი იყო. მართლაც, მომღერალმა შეძლო და ეს მოულოდნელი ტრანსფორმაცია საიდუმლოდ შეინახა, მანამ სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწია.
"რატომ მალავდი შენს ქერა თმებს?", — ეკითხება ერთ-ერთი ფანი
"იმიტომ რომ ამ პროცესს 6 თვე დასჭირდა. ეს პირველი ეტაპი იყო", — ბილის პასუხმაც არ დააყოვნა.
ბილი აილიშის სტილისტის თქმით, ეს ძალიან რთული პროცესი იყო. რადგან ჯერ თმიდან შავი ფერი სრულიად უნდა ამოეყვანათ, თან ისე რომ მისი სტრუქტურა არ დაეზიანებინათ. ამას კი დრო სჭირდებოდა.
აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ, რომ თმის ტრანსფორმაცია ყველასთვის ძალიან ემოციური პროცესია და გვესმის, ბილის რატომ სურდა, მხოლოდ საბოლოო შედეგის გამჟღავნება. თან უნდა აღვნიშნოთ, მართლაც ძალიან კარგად გამოიყურება. იმედია თმის ახალ ფერთან ერთად, მომღერალი მალე ახალ სიმღერებსაც გაგვიზიარებს.