ცუდი სწავლის გამო სკოლიდან გარიცხულმა 12 წლის ბიჭმა კულინარიაზე წიგნი დაწერა

ცუდი სწავლის გამო სკოლიდან გარიცხულმა 12 წლის ბიჭმა კულინარიაზე წიგნი დაწერა

12 წლის ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც სკოლიდან გარიცხეს, კულინარიაზე წიგნი დაწერა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა. ამის შესახებ The Mirror წერს.

გამოცემის ცნობით, ლონდონში მცხოვრებ 12 წლის ბიჭს დისლექსია დაუდგინდა. ეს არის სწავლის უნარ-ჩვევების დარღვევის სახეობა, რომელსაც ნევროლოგიური ბუნება აქვს. დისლექსია ხასიათდება წერის (დისგრაფია), კითხვის (დისლექსია) და ანგარიშის (დისკალკულია) უნარის დარღვევით. ამის გამო ბიჭს სკოლა დაატოვებინეს და მშობლებს უთხრეს, რომ ის კლასიდან კლასში გადასასვლელ გამოცდებს ვერ ჩააბარებდა.

ბიჭის ოჯახი მომხდარს განიცდიდა, თუმცა ამავე დროს იცოდა, რომ მას ჰქონდა ჰობი - კულინარია. ბიჭი კარგად ამზადებდა და ბევრ დროს ატარებდა ქურასთან, რადგან დედა ავად იყო, ხოლო მამა მუშაობდა, რომ მისი მკურნალობის ფული ეშოვა.

ბიჭმა, რომელსაც კულინარია უყვარს, საკუთარი YouTube არხი გახსნა, შემდეგ კი ლონდონის „ფუდმოლის“ დირექტორს მისი რესტორნის დაფინანსების თხოვნით მიმართა. მას საშუალება მისცეს, ერთი კვირით გაეხსნა საკუთარი რესტორანი და არ გადაეხადა ქირის საფასური. ამის შედეგად, ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა. ახალგაზრდა შეფ-მზარეულმა მომხმარებელს კარიბის სამზარეულოს ვეგეტარიანული კერძები შესთავაზა.

2021 წელის მარტში კი დისლექსიის დიაგნოზის მქონე ბიჭმა პირველი წიგნი დაწერა კულინარიაზე. ბიჭი აცხადებს, რომ ამ წიგნის მიხედვით კერძების მომზადება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისი ოცნებაა, რომ გამოიმუშაოს მეტი ფული, რათა იმ ადამიანებს დაეხმაროს, ვისაც ავადმყოფებზე უწევს ზრუნვა.