კვიპროსელი პატარძალი, ფატის სიგრძის გამო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ Hindustan Times წერს.
პატარძლის ფატის სიგრძემ 6 962 მეტრი შეადგინა. „ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გინესის რეკორდების წიგნში შევსულიყავი“, - განაცხადა პატარძალმა.
გინესის წიგნის ოფიციალურ Instagram-ზე გამოქვეყნდა ფოტო და ვიდეორგოლი, სადაც პატარძალს ფატა აქვს მორგებული. ვიდეოს მოკლე დროში 25 000 მოწონება აქვს.