შვედეთში მცხოვრებმა ამერიკელმა ქალმა აღიარა, რომ 3 წლის განმავლობაში თავისი შვედი ქმრის სახელის გამოთქმა ვერ ისწავლა და ზედმეტსახელით მიმართავს. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალმა განაცხადა, რომ ქმარს უბრალოდ „პატარას“ ეძახის. TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ბოლოს ამერიკელმა ქმრის სახელის - რაგნარის - გამოთქმა სამჯერ სცადა და სამივეჯერ სხვადასხვა შეცდომა დაუშვა.
ვიდეოს 12 მილიონი ნახვა და 2 მილიონი მოწონება აქვს. კომენტარებში მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი პრობლემა მათაც აქვს.
„ჩემი ქმარიც შვედია, 7 წელია ერთად ვართ და მის სახელს სწორად დღემდე ვერ გამოვთქვამ“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. „როგორ მესმის შენი. ჩემს ქმარს კაპუამამალუკეაკუა ჰქვია“, - დაწერა მეორემ.