პრინცი ჰარის ცხოვრება სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მაშინ, როდესაც ბრიტანული ტაბლოიდები პრინცი ჩარლზისა და დედოფალი ელიზაბეტის ახალ ფოტოებს აქვეყნებენ ვინძოორის სასახლის ბაღიდან, სამეფო ოჯახის ყოფილი წევრი ოთხფეხა მეგობართან ერთად კალიფორნიაში, კერძოდ კი სანტა ბარბარაში სანაპიროზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ სასექსის ჰერცოგმა რამდენიმე კვირის წინ სამსახური დაიწყო. პრინცი ჰარი ასპენის ინსტიტუტის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კომისიის წევრი გახდა.