27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 1269 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და 2 კილოგრამი უაქციზო თუთუნის გადაზიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 155 პრიმა მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები, სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.