მეგან მარკლი სახლში მშობიარობას გეგმავს

მეგან მარკლი სახლში მშობიარობას გეგმავს

რამდენიმე კვირაში 39 წლის მეგან მარკლსა და 36 წლის პრინც ჰარის მეორე შვილი ეყოლებათ. ტაბლოიდების ცნობით, მეგანი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში მშობიარობას გეგმავს.

როგორც ცნობილია, პირველი შვილის გაჩენას მეგანი ასევე სახლში გეგმავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მშობიარობის დროს გარკვეული პრობლემები გაჩნდა, ის ლონდონის პორტლენდის კლინიკაში გადაიყვანეს.

კალიფორნიაში, მონტესიტოში არსებული სახლი მეგანმა და ჰარიმ 14,5 მილიონ დოლარად შეიძინეს. სახლის მახლობლად, სანტა-ბარბარაში ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფოა, სადაც მეგანს საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ.

მეორე შვილის სქესი წყვილმა ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში გაასაჯაროვა. მეგანისა და ჰარის ქალიშვილი იქნება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი ახალშობილი, რომელიც აშშ-ში დაიბადება.