ჩუღურეთის რაიონში, დადიანის N39-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ხანძრის შედეგად დაზიანებული ქანობიანი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 75 ოჯახი ცხოვრობს. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 67 000 ლარია.