შერონ სტოუნი ბავშვობაში ხშირად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამის შესახებ მსახიობი ავტობიოგრაფიულ წიგნში The Beauty of Living Twice წერს, რომელიც გაყიდვაში ხვალ გამოვა.
წიგნში სტოუნი პენსილვანიაში გატარებულ ბავშვობის წლებს იხსენებს და დეტალურად აღწერს, როგორ ძალადობდა მასსა და მის დაზე დედის მამა. მსახიობის თქმით, ბაბუა მას გამუდმებით მოკვლით ემუქრებოდა.