სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესები დაამტკიცა. წესების მიზანია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, ბაზრისა და სისტემის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება და რეგიონულ დონეზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესების შესაბამისად, ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სემეკი იხელმძღვანელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განახორციელებს ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს №1227/2011 (EC) რეგულაციის მოთხოვნებსა და პრინციპებს.

ენერგეტიკულ ბაზარზე მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციისათვის, რეგულირებული საწარმოებისთვის განისაზღვრა მონაცემები, რაც უნდა წარადგინონ კომისიაში ენერგეტიკული საქმიანობების მიხედვით, წესებით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების დაცვით.

სემეკი წესების შესრულებას ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის საშუალებით გააკონტროლებს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიაში 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა.