დავით ბაქრაძე: ჩემი განწყობა ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ

დავით ბაქრაძე: ჩემი განწყობა ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ

ჩემი განწყობა ამ შეხვედრის წინ, ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდეს.

“ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკება შედეგიანად უნდა დასრულდეს. ის რაც დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან იყო ცალსახად ცუდი, ცალსახად არასახელმწიფოებრივი და ხიფათის შემცველი მოლაპარაკებებისთვის. ჩემი განწყობა ამ შეხვედრის წინ ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ“, - განაცხადა ბაქრაძემ.