აკაკი მინაშვილი: თუ მელია და რურუა არ გათავისუფლდებიან, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება

აკაკი მინაშვილი: თუ მელია და რურუა არ გათავისუფლდებიან, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება

მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი საკითხი, რაც მათ შეხვედრაზე დააყენებს, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

„მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწიეთ, უპირველეს ყოვლისა ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. თუ პირველ რიგში ეს ორი ადამიანი არ გათავისუფლდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და ხვალ რაღაც სურათი ალბათ. გამოიკვეთება. რაც შეეხება ხელისუფლების კომპრომისს, რაში გამოიხატება ეს? მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ, რომ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, არადა ძალიან კარგად იციან არამარტო მათ, არამედ ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, რომ პოლიტპატიმრებია მთავარი საკითხია, რაც უნდა გადაწყდეს. ისინი უარს ამბობენ ვადამდელ არჩევნებზე. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას და სასამართლო რეფორმას, ამ ორი საკითხის გარეშე ამ რეფორმებს არ აქვს სრულფასოვანი აზრი. არც ერთ ამ კანონმდებლობაში არ არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მართლა შეცვლიდა გარემოს. საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მთავარი ფაქტორია საარჩევნო ადმინისტრაცია და აქ ცვლილებები არ არის, ხელისუფლებას ისევ ერთპიროვნულად უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნა. თუ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ შეწყდება, ვითარება არ დამშვიდდება და არ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ რეფორმების შემდეგ“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ორი შეხვედრა გამართა.

amo აკაკი წერეთელი: " . . . . . ". ხომ გახსოვთ საქართველოს შეფასება. ახლაც აქტუალურია.
4 წლის უკან