ლეგენდარული დიზაინერი მარკ ჯეიკობსი Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მან ფოტო სოციალურ ქსელ Instagram-ზე განათავსა, რის შემდეგაც ის სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. ფოტოზე ჯეიკობსი სამედიცინო კაბინეტში პოზირებს.
აღსანიშნავია, რომ ჯეიკობსი, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. მას ვარდისფერ პერანგი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ლეოპოლდის პრინტიანი პალტო ეცვა.
ჯეიკობსი პირველად მარტის დასაწყისში აიცრა და მაშინაც არაორდინალურად გამოიყურებოდა.