ცნობილი ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ბერტრან ტავერნიე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ Los Angeles Times-ი წერს.
ტავერნიეს დებიუტი კინოში გასული საუკუნის 70-იან წლებში შედგა. ის 30-მდე ცნობილი ფილმის ავტორია. მათ შორისაა: „პრინცესა და მონპანსიე,“ „ელექტრონული ნისლი,“ „დარტანიანის ქალიშვილი“ და „უმწიკვლო რეპუტაცია.“საყოველთაო აღიარება რეჟისორს „შუა ღამის ჯაზმა“ მოუტანა.
ტავერნიე ბერლინისა და კანის კინოფესტივალების არაერთგზის გამარჯვებულია.