გიორგი ვოლსკი: არა მგონია, 2-3 თვის შემდეგ ადამიანები, ისეთი ხალხის გვერდით შეიკრიბონ, როგორიც სააკაშვილის სატელიტური პოლიტიკური სუბიექტები არიან

გიორგი ვოლსკი: არა მგონია, 2-3 თვის შემდეგ ადამიანები, ისეთი ხალხის გვერდით შეიკრიბონ, როგორიც სააკაშვილის სატელიტური პოლიტიკური სუბიექტები არიან

ვფიქრობ, საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.

მან ეჭვი გამოთქვა, რომ არ ჰგონია, 2-3 თვის შემდეგ ადამიანები სააკაშვილის სატელიტური პოლიტიკური სუბიექტების გვერდით შეიკრიბონ.

„ვფიქრობ, საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ. გულწრფელი პროტესტის მქონე საზოგადოების შეკრება, ვითომ და დასავლეთის მხარდაჭერითა და რუსული თემის ექსპლუატაციით იყო შესაძლებელი. ახლა ამ თემას წერტილი დაესვა. არა მგონია, 2-3 თვის შემდეგ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ბედს რეალურად განიცდიან, შეიკრიბონ, მით უფრო, ისეთი ხალხის გვერდით, როგორიც არიან სააკაშვილი და მისი სატელიტური პოლიტიკური სუბიექტები“, - განაცხადა ვოლსკიმ.