რატი იონათამიშვილი: აქციები ოპოზიციის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თავიანთი ამომრჩეველიც არ უჭერს მხარს

რატი იონათამიშვილი: აქციები ოპოზიციის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თავიანთი ამომრჩეველიც არ უჭერს მხარს

ასეთი ფუჭი მოლოდინების შექმნის ამარად დარჩენილი ოპოზიციის დღეები პოლიტიკაში დათვლილია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 15 მაისისთვის დაანონსებულ საპროტესტო აქციას.

„აქციები ამ ოპოზიციის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. თავიანთი ამომრჩეველიც არ უჭერს მათ მხარს რადიკალურ მიდგომებში. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოწოდებების შემდეგ, როდესაც ბრიუსელსა და ვაშინგტონში ოპოზიციას პირდაპირ უთხრეს, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში და დესტრუქცია რუსული საქმეა, ისინი მაინც ამ რუსული საქმის პროპაგანდას ეწევიან. ცხადია, ამით ისინი უფრო მეტად მოახდენენ იმის ლუსტრირებას, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფუჭი მოლოდინების შექმნის ამარად დარჩენილი ოპოზიციის დღეები პოლიტიკაში დათვლილია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.