ტეილორ სვიფტმა 5 შვილის მარტოხელა დედას $50 ათასი გადაურიცხა

ტეილორ სვიფტმა 5 შვილის მარტოხელა დედას $50 ათასი გადაურიცხა

მომღერალი ტეილორ სვიფტი ცნობილ ადამიანებს შორის გულშემატკივრებისადმი ყურადღებითა და ქველმოქმედებით გამოირჩევა. ამჯერად ტეილორი 5 შვილის დედას დაეხმარა, რომლის მეუღლეც Covid-19-ს ემსხვერპლა. მარტოხელა დედისა და 5 შვილის უზრუნველყოფაში ვარსკვლავმა საკუთარი წვლილი შეიტანა და ოჯახს $50 000 გადაურიცხა.

ტეილორ სვიფტი პანდემიის პერიოდში კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს აქტიურად ეხმარებოდა. დეკემბერში $13 000-ით დაეხმარა ორ დედას, რომლებიც პანდემიის გამო გადასახადებს ვერ იხდიდნენ. გასულ მარტს კი კორონავირუსის გამო სამუშაოს გარეშე დარჩენილ გულშემატკივრებსაც გაუმართა ხელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტეილორის პატარა გულშემატკივარი საყვარელი მომღერლისგან გამოგზავნილ საჩუქარს ხსნის. გოგონამ, სახელად ემიმ ტეილორ სვიფტს 7 კითხვა გაუგზავნა, რომლებზეც პასუხის მიღება სურდა. ტეილორმა კითხვებს პასუხები ვერ გასცა და გოგონას პირადი წერილით მოუბოდიშა, თუმცა სამაგიეროდ საჩუქრებით სავსე ყუთი გაუგზავნა.