პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთ სამსახურში დაიწყო მუშაობა

პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთ სამსახურში დაიწყო მუშაობა

პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთი სამსახური იპოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

სასექსის ჰერცოგი ასპენის ინსტიტუტის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კომისიის წევრი გახდა. მის გარდა, იქ მიიწვიეს ასევე რუპერტ მერდოკის საცოლე კეტრინ მერდოკი და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი პირველი მოადგილე სუ გორდონი.

პრინცი ჰარი მიიწვიეს, როგორც ფილანტროპი და ორგანიზაცია Archewell-ის დამაარსებელი. ის პერიოდულად კომისიის სხდომებში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილმა ერთ-ერთ ამერიკულ სტარტაპში დაიწყო მუშაობა.