თამთა მეგრელიშვილი: ის პირდაპირ წარმოადგენს მიშა სააკაშვილის ანტიდასავლური იდეების გამხმოვანებელს

თამთა მეგრელიშვილი: ის პირდაპირ წარმოადგენს მიშა სააკაშვილის ანტიდასავლური იდეების გამხმოვანებელს

ის პირდაპირ წარმოადგენს მიშა სააკაშვილის ანტიდასავლური იდეების გამხმოვანებელს ,- ამის შესახებ იურისტი თამთამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები მაშინ დასრულდა, როცა NDI და IRI შემოვიდნენ.

მეგრელიშვილის თქმით, კომიკურთან ერთად ეს პიროვნება საშიშიც არის.

,, საშიში იმდენად, რამდენადაც ის პირდაპირ წარმოადგენს მიშა სააკაშვილის ანტიდასავლური იდეების გამხმოვანებელს.  დიახ, რასაც ფიქრობს, მაგრამ თქმას ვერ ბედავს სააკაშვილი, ალაპარაკებს ამ კლოუნს. შემდეგ კი, მისი მითითებით, საკუთარ ფანჩატურში მასპინძლობს სააკაშვილის სხვა მონებს“,- წერს მეგრელიშვილი