ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: ჯერ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: ჯერ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

„ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, აცდუნოს პატარა, მცირე პარტიები“, - ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„ბუნებრივია, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, აცდუნოს პატარა, მცირე პარტიები, რომელთათვის სამპროცენტიანი ბარიერი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ ცდუნებით ისინი პარლამენტში შეიყვანოს.

ჩვენთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორები ოპოზიციაში ამ საკითხს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ჩვენ მათთვის შემხვედრ ნაბიჯს გადავდგამთ და ამ საკითხს მხარს დავუჭეთ, მაგრამ ეს კომპლექსურად არის გადასაწყვეტი. ჯერ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ სულელი აქ არავინ არ არის“, - განუცხადა ლევან ბეჟაშვილმა „ქრონიკას“.

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა. ცვლილებები 29 მარტის ბიუროს სხდომაზე ინიცირდება. კონსტიტუციური პროექტით, ერთი მხრივ, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება. მეორე მხრივ კი, ფრაქციის დაკომპლექტების წესი იცვლება.

amo ამას (უფრო სწორად სააკაშვილს) ახლა შეთანხმება და სტაბილიზაცია უნდა? ისე დანიშნეთ ხელახალი არჩევნები და მოსპეთ ესენი როგორც ოპოზიცია (არა უშავს ამ დროს თქვენც თუ ზედ მიყვებით)
4 წლის უკან