სიმონ მასხარაშვილი: ხალხი არაა ქუჩაში გამომსვლელი იმისთვის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები შესრულდეს

სიმონ მასხარაშვილი: ხალხი არაა ქუჩაში გამომსვლელი იმისთვის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები შესრულდეს

დღეს იმის საფუძველი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, არ არსებობს. ჩვენი ერის დიდ ნაწილს ეს არ სურს, - აღნიშნა ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.

„დღეს ხალხი არაა ქუჩაში გამომსვლელი იმისთვის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები შესრულდეს. შესაბამისად, ახლა აქციების აგორებას არავითარი აზრი არ ჰქონდა. დღეს საქართველო ძალიან სერიოზულ გზაგასაყარზეა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მახსენდება რამდენიმე ფაქტი; 1801 წელს, ტახტისთვის რომ ერთმანეთი არ დაეჭამათ გიორგი მე-12-ის ვაჟებსა და ძმებს, ალბათ, საქართველო გადაურჩებოდა 200-წლიან ოკუპაციას. მეორე იყო 1921 წელი. საერთო ენა რომ გამოგვენახა, გამორიცხული იყო საქართველოს ოკუპაცია სულ მცირე, კიდევ 20 წელი. 1991 წელს სულ რაღაც ოთხი დღე დაგვაკლდა, რომ ერთიანობა შეგვენარჩუნებინა და ძმათა შორის სისხლისღვრა არ ამტყდარიყო. შეიძლება, ნებისმიერ ევროპელ ერზე წინ ვყოფილიყავით. დღესაც ასეთი უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას“ - განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.