ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი: აშშ და ევროკავშირი კოორდინირებულად უპასუხებენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას

ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი: აშშ და ევროკავშირი კოორდინირებულად უპასუხებენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადეს, რომ აშშ და ევროკავშირი მზად არიან რუსეთთან ითანამშრომლონ, თუ მოსკოვი კონფრონტაციულ მიდგომაზე უარს იტყვის.

„ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა აღნიშნეს, რომ კოორდინირებულად უპასუხებენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, ჩარევა საარჩევნო პროცესებში, მავნე კიბერსაქმიანობა და სამხედრო პოზიციონირება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმეწიფო მდივნისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ასევე გადაწყვიტეს, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობად.