„ოპოზიციამ 15 მაისს დაგეგმა აქციები, რასაც აქვს ორი მდგენელი. პირველი, რომ თბილა და ოპოზიციას კიდე, რევოლუციის განხორციელებაში სიცივეები უშლიდა ხელს. ეს დაახლოებით იმ დონის გროტესკია, აი ხვალ დილით გალაქტიკურ ომს რომ გეგმავდე, მაგრამ დილით გაღვიძება იყოს პრობლემა“ - ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ოპოზიცია 8 წელია ხალხს არწმუნებს, ოცნებას ვჯობივართო, მაგრამ ხალხი უფრო და უფრო აკლდებათ.
„ოპოზიციამ 15 მაისს დაგეგმა აქციები, რასაც აქვს ორი მდგენელი. პირველი, რომ თბილა და ოპოზიციას კიდე, რევოლუციის განხორციელებაში სიცივეები უშლიდა ხელს. ეს დაახლოებით იმ დონის გროტესკია, აი ხვალ დილით გალაქტიკურ ომს რომ გეგმავდე, მაგრამ დილით გაღვიძება იყოს პრობლემა. მეორე მიზეზი ისაა რომ ხალხი არ ყავთ ანუ 5 თვის განმავლობაში, არჩევნების დასრულებიდან, მყისიერად დაიწყეს ხალხის დარწმუნება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს ვერ მოახერხეს 5 თვეში და ახლა 2 თვეში რანაირად უნდა ქნან? თხოვონ ხალხს დაიჯერეთო? დაემუქრონ, თუ არ დაიჯერებთ, სამსახურებიდან გაგიშვებთო? (ჰო მარა, რო აღარაა ნაცების მმართველობა?). ისე 8 წელია ხალხს არწმუნებენ, ოცნებას ჩვენ ვჯობივართო, მაგრამ ხალხი უფრო და უფრო აკლდებათ. მგონი ეს 2 თვე საკუთარი კრახის გადავადება უფროა. პოლიტიკური სუიციდის ნელი მეთოდი. მოკლედ სერიოზული ტრაგედია თამაშდება, ცოტაც და დასახმარებელი ფონდის შექმნაზე დავფიქრდები“ - წერს გური სულთანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.