ამირან სალუქვაძის განცხადებით, აშშ-ის სენატის გზავნილების არასწორად წარმოჩენა მოსახლეობაში ოპოზიციისადმი კიდევ უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს

ამირან სალუქვაძის განცხადებით, აშშ-ის სენატის გზავნილების არასწორად წარმოჩენა მოსახლეობაში ოპოზიციისადმი კიდევ უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს

საქართველომ, "ქართულმა ოცნებამ" პროდასავლური კურსის ერთგულება შეინარჩუნა - ამაზე უფრო მკაფიოდ ახლა როგორ უნდა ითქვას?!, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ აშშ-ის სენატის გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სენატის გზავნილების არასწორად წარმოჩენა მოსახლეობაში ოპოზიციისადმი კიდევ უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.

„საქართველომ, „ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა პროდასავლური კურსის ერთგულება - ამაზე უფრო მკაფიოდ ახლა როგორ უნდა ითქვას?! ამის გადატრიალება მოსახლეობაში ოპოზიციისადმი კიდევ უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, რაც სახარბიელო სულაც არ არის. მელიასთან და სხვებთან დაკავშირებითაც ითქვა მკაფიოდ - კანონი დაირღვა და სახელმწიფოს გამოწვევა დაუშვებელია“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.