ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის 15 მაისის აქციაზე: ქუჩაში გადაწყვეტილებების მიღების დრო 2012 წელს დასრულდა, გადაწყვეტილებებს მხოლოდ არჩევნებზე მივიღებთ

ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის 15 მაისის აქციაზე: ქუჩაში გადაწყვეტილებების მიღების დრო 2012 წელს დასრულდა, გადაწყვეტილებებს მხოლოდ არჩევნებზე მივიღებთ

„როცა ვერც ევროკავშირს და ამერიკას, ვერც საქართველოს მოსახლეობას, საკუთარ მხარდამჭერებს, პარტიის წევრებსაც კი ვერ არწმუნებ ,,სიმართლეში" და ხალხი ქუჩაში გამოსვლას მაინც ჯიუტად ითხოვ, კი იმსახურებთ კარავში ჯდომას. ქუჩაში გადაწყვეტილებების მიღების დრო 2012 წელს დასრულდა, მას მერეც და მომავალშიც გადაწყვეტილებებს მხოლოდ არჩევნებზე მივიღებთ“ - წერს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

„იმედია ამერიკის სენატში გაკეთებული განცხადები, რომლებიც თანაბრად ეხებოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას, დაეხმარება ჩვენს ,,პროდასავლური" პარტიების ლიდერებს დაასრულონ გაქცეული პრეზიდენტის და რუსეთის თამაში, უარი თქვან დესტრუქციაზე, მიაღწიონ კომპრომისს და შევიდნენ პარლამენტში. რადიკალური ოპოზიციის მიზანი ისედაც ნათელია, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუციური სცენარი და 15 მაისის ,,გრანდიოზული" აქციის მზადება, თუმცა, როცა ვერც ევროკავშირს და ამერიკას, ვერც საქართველოს მოსახლეობას, საკუთარ მხარდამჭერებს, პარტიის წევრებსაც კი ვერ არწმუნებ ,,სიმართლეში" და ხალხი ქუჩაში გამოსვლას მაინც ჯიუტად ითხოვ, კი იმსახურებთ კარავში ჯდომას. ქუჩაში გადაწყვეტილებების მიღების დრო 2012 წელს დასრულდა, მას მერეც და მომავალშიც გადაწყვეტილებებს მხოლოდ არჩევნებზე მივიღებთ“ - წერს ბოჟაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Ninja ჩარჩნენ 2003 წელში და ისევ ივანოვის( ახლა უკვე ლავროვის) იმედზე არიან.
4 წლის უკან