პრინცმა ჰარიმ ერთ-ერთ ამერიკულ სტარტაპში დაიწყო მუშაობა

პრინცმა ჰარიმ ერთ-ერთ ამერიკულ სტარტაპში დაიწყო მუშაობა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი, პრინცი ჰარი კომპანია BetterUp-ის თანამშრომელი გახდა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის სფეროში კონსულტაციების გაწევაზე მუშაობს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰარი სტრატეგიის შემუშავებითა და ქველმოქმედებით იქნება დაკავებული და ამასთან ერთად ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საჯარო გამოსვლებს გამართავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰარი დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს, მაგრამ სხვა თანამშრომლების საქმიანობას არ უხელმძღვანელებს. ამასთან, ის სან-ფრანცისკოში, კომპანიის ოფისში იმუშავებს, მონაწილეობას მიიღებს თათბირებში და კომპანიის სპეციალურ ღონისძიებებზე სიტყვით გამოვა.