ჯონი დეპის სახლში უსახლკარო შხაპის მისაღებად შეიპარა

ჯონი დეპის სახლში უსახლკარო შხაპის მისაღებად შეიპარა

მსახიობ ჯონი დეპის სახლში უსახლკარო შეიპარა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა კაცმა მსახიობის სახლში მეზობლის ეზოს გავლით შეაღწია. მეზობლებმა ის დაინახეს და პოლიციას აცნობეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კაცი აბაზანაში დახვდათ. ის შხაპს იღებდა და აბაზანიდან გამოსვლაზე უარს ამბობდა, რის გამოც პოლიციელებს კარის შემტვრევა მოუხდათ.

როგორც აღმოჩნდა, უსახლკაროს აბაზანაში შესვლამდე ალკოჰოლიც ჰქონდა მიღებული, რომელიც დეპის სახლში იპოვა.