საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც 16 მარტს გაიმართა.
“მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.
უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.
მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.
წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დიპლომატიაში რომ ძალიან მოვიკოჭლებთ და ასკინკილით დავხტუნაობთ ფაქტია; ყველა ჯურის დიპლომიანი ხალხის დიპლომატად გარდაქმნა შეუძლებელია, ვერც კვალიფიკაციის ამაღლების კურსები უშველის და ვერც დიპლომატობის ტესტები...
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნაცებმა გამოსასწორებელი საქმიანობის სამინისტროდ გადააქციეს , ხოლო შემდე ქოცებმა ივაჟკაცეს და ავგეას თავლას დაამსგავსეს!
მტკვარს, არაგვს, რიონს, ენგურსა და ცხენისწყალს ერთად აღებულს გაუჭირდება მისი გარეცხვა მიტმასნილი ელემენტებისგან და V კოლონისგან!