ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება, - ასე ეხმაურება საქართველის პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საკუთარ Facebook გვერდზე.
„21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს მთავარი გზავნილი კავშირების და მონაწილეობის გაუმჯობესებაა, რადგან კოვიდ19-ის პანდემიამ დამატებითი სირთულე და ბარიერები შეუქმნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.
ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება“, - წერს თალაკვაძე.