გიორგი ხელაშვილი: ეკონომიკა მყარად დგას იმ კრიზისის ფონზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია

გიორგი ხელაშვილი: ეკონომიკა მყარად დგას იმ კრიზისის ფონზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია

„ეკონომიკურად საქართველო ევროპის წამყვან ქვეყნებს არ ჩამოუვარდება“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, იყო პერიოდი, როცა სირთულეები შეიქმნა, თუმცა საქართველო ევროპის წამყვან ქვეყნებს არ ჩამოუვარდება, ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები შენარჩუნდა.

„თუ ვნახავთ რეიტინგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვა მომავალში პრობლემა არ იქნება. ასე რომ, ეკონომიკა მყარად დგას იმ კრიზისის ფონზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია შექმნილი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რეგიონული გართულებების მიუხედავად, საქართველოს უკან არ დაუხევია. რუსეთი უფრო აგრესიულია, ვიდრე ადრე იყო. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო როგორც ინსტიტუტების, ასევე ეკონომიკის, პანდემიის მართვა შეძლო, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შენარჩუნება და განვითარება“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.