ნიკა მელია: გული დამწყდა, რომ რუსთაველზე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე

ნიკა მელია: გული დამწყდა, რომ რუსთაველზე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე

გული დამწყდა, რომ რუსთაველზე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრებასა და სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას.

„კარგი დასაწყისი არის კარგი დაბოლოების საწინდარი, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის.სხვა უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ, ვფიქრობ, მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეიკრიბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ კვლავ აქციები დააანონსეს და თქვეს, რომ ყველა სოფელში ჩავლენ და მოქალაქეებს შეხვდებიან.